Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
Map
Date 2021-06-21
Beginning 12:00 HR
Address ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსის 06 აუდიტორიაში (ნულოვან სართულზე)

 

21 ივნისს, 12:00 საათზე, თსუ I აკად. კორპუსის 06-ე აუდიტორიაში გაიმართება ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ კვლევის წარდგენა და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ორგანიზაცია „ჯეოქეისს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმების  გაფორმება.

 

ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისი“ საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუციებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს მაღალი დონის ექსპერტიზით უზრუნველყოფას, გამჭვირვალობას, დამოუკიდებელ ანალიზსა და პოლიტიკაზე რეკომენდაციების შემუშავებას სთავაზობს. ორგანიზაციის ძირითადი მიზნებია:

 

საერთაშორისო პარტნიორების, მოკავშირეებისა და მხარდამჭერებისთვის ქვეყნის შესახებ ობიექტური და მიუკერძოებელი ინფორმაციის მიწოდება;

 

საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული პროცესების გაძლიერების და შეუქცევადობის ხელშეწყობა;

ქვეყნის ეკონომიკური წინსვლისათვის აუცილებელი ანალიტიკური და სარეკომენდაციო წინადადებების შემუშავება;

საზოგადოების სახელმწიფოებრივი, სამოქალაქო და სამართლებრივი თვითშეგნების ზრდის პროცესის ხელშეწყობა.

ღონისძიება ჩატარდება ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით არსებული რეგულაციებისა და შეზღუდვების დაცვით.

Related events